ავტორი:

"ვიცი, რომ გურიკას გვერდია და თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო" - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა

"ვიცი, რომ გურიკას გვერდია და თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო" - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა

"ვიცი, რომ გურიკას გვერდია და თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო", - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა TV პირველთან განაცხადა და ასე გამოეხმაურა "ფეისბუქში" მისი შვილის გვერდზე, ოსურ დიალექტზე გამოქვეყნებულ პოსტს.

"ვიცი, რომ გურიკას გვერდია და თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო. გურიკა კახა გელაშვილს რატომ მისწერდა, როცა დედა ჰყავს მას და მამა ჰყავს, დედას მისწერდა, მამას მისწერდა, გელაშვილ კახას რატომ მისწერდა?!

ვიღაცა აკეთებს, ვიღაცა მაგრად თამაშობს - არ ვიცი, თუ ამ საქმეს სათამაშოდ ხდის, ეს ხალხის მასხრად აგდება გამოდის. თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილას და ეგ მესიჯი წაიკითხოთ, რას იფიქრებთ?

მე ვფიქრობ, რომ ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ გურიკას უამრავი ადამიანი ჰყავს, ნათესავები, ბიძაშვილები, მამიდა ჰყავს, დედა ჰყავს, მამა ჰყავს, ბიძები ჰყავს, ბიძაშვილები ჰყავს, მათ მისწერდა, რაღა კახა გელაშვილს მისწერდა.

მე არაფერი არ ვიცი თუ პოლიცია არ დაადგენს საიდან მოდის ეს მესიჯები, ვის მოაქვს, პროკურატურაშია გადაცემული და გამომჟღავნდება ყველაფერი, ადვოკატმა მითხრა, დავადგენთ ყველაფერსო", - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

  • ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო. იმ ადგილას და მიმდებარედ, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით საგამოძიებო მოქმედებები და ძებნის სამუშაოები თავიდან ჩატარდა, გამოიყენეს სპეციალური ტექნიკა, სკანერი, თუმცა დაკარგული ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს.

19 აგვისტოს ფეისბუქში, დადიანიძის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი ოსურ დიალექტზე Арцыд растаг, რაც ქართულად ნიშნავს - "დრო მოვიდა". ჯერჯერობით აღნიშნულ თემაზე საგამოძიებო სამსახურს განცხადება არ გაუკეთებია.