ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
"არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ სამსახურიდან გამოეშვათ. ხელშეკრულების დადებას და გაუქმებას აქვს თავისი პირობები. როდესაც უთხრა რომ, დაესახელებინათ მისთვის მიზეზი, ვერ დაუსახელეს მიზეზი, ისე გამოუშვეს სამსახურიდან.
რა თქმა უნდა, ეს არის დაკავშირებული ირაკლი ღარიბაშვილთან, ამ მიმდინარე საქმესთან და სწორედ აი, ასეთი განადგურებებია და ალბათ, კიდევ გაგრძელდება. სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი ირაკლი, როდესაც აკეთებდა თავის განცხადებებს.
დიახ, პრობაციაში მუშაობდა, რომ არ შემეშალოს, 20 წელია, რაც საჯარო სამსახურში იყო ეს ადამიანი. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ სადმე ირაკლი ღარიბაშვილის გამო მუშაობდა, მანამდე საჯარო სამსახურში მუშაობდა", - ამბობს ლილი გელაშვილი.