"მე-5 გადასხმას მიკეთებენ, მადლობა ღმერთს და თითოეულ თქვენგანს! ისეთ ქვეყანაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც პაციენტი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრობს და არა იმაზე, სად იშოვოს ფული" - ხათუნა სამნიძის ვიდეომიმართვა

"მე-5 გადასხმას მიკეთებენ, მადლობა ღმერთს და თითოეულ თქვენგანს! ისეთ ქვეყანაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც პაციენტი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრობს და არა იმაზე, სად იშოვოს ფული" - ხათუნა სამნიძის ვიდეომიმართვა

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის და გერმანიაში მკურნალობს, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

  • პოლიტიკოსი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მე-5 გადასხმას მიკეთებენ, რამდენი დამჭირდება, ჯერ არ იცის პროფესორმა - სავარაუდოდ, 7-8 გადასხმა. წამალი მუშაობს, მადლობა ღმერთს და თითოეულ თქვენგანს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა.

რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ შემეჩერებინა მკურნალობა. მითხრეს, რომ არ ვიცით, მოგიხდება თუ არა ეს წამალი და თან ფასიც რომ გავიგე.... ვკითხე ექიმსაც - რა მოხდება მკურნალობა რომ შევაჩერო-თქო, მითხრა, თქვენი ნებაა, მაგრამ 6 თვე დაგრჩათო. საბოლოო ჯამში, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გადამაფიქრებინეს.

ჯერ-ჯერობით თანხა მყოფნის. როგორც იცით, ჩემმა პროფესორმა წამლის პროვაიდერთან მოლაპარაკებებით შეძლო და ფასი დამიკლეს. მერე რას ვიზამ არ ვიცი, და არ მინდა მაგაზე ვიფიქრო.

ისეთ ქვეყანაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც პაციენტი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრობს და არა იმაზე, სად იშოვოს ფული“ – ამბობს ხათუნა სამნიძე.

ცნობისთვის, ივნისის თვეში, "TV პირველის" ეთერში, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას გადაცემაში მარათონი გაიმართა, სადაც ხათუნა სამნიძემ სიმსივნესთან ბრძოლის გზის შესახებ ისაუბრა, მის მხარდასაჭერად კი 100 000 ლარი შეგროვდა.