CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
“ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება”, - განაცხადა ტრამპმა.
მან განაცხადა, რომ აშშ “დაუღალავად მუშაობს” უკრაინაში ომის დასასრულებლად და აღნიშნა, რომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან “შესაძლოა რამე გამოვიდეს”.
შეგახსენებთ, BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა, ტელეკომპანია CBS-მა, ასევე სხვა დასავლურმა და რუსულმა მედიასაშუალებებმა წყაროებზე დაყრდნობით გავრცელეს ინფორმაცია, რომ 25 აგვისტოს მოსკოვს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი ეწვია.
Flightradar24-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დილით ნამდვილად ჩაფრინდა მოსკოვში, იქ დაახლოებით ცხრა საათი დაყო, რის შემდეგაც უკან გაფრინდა. ოფიციალურად არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს ამერიკის ხელმძღვანელობიდან ვინმეს რუსეთში ვიზიტის შესახებ წინასწარ არ განუცხადებიათ.
იხილეთ ასევე: