ავტორი:

თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი პოლიციამ დიღომში, ნაქირავებ ბინაში იპოვა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

  • ცხედარი გვიან ღამით აღმოაჩინეს და ამ დრომდე ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში უთხრეს, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჩვენი ინფორმაციით, ბუავა რამდენიმე დღის გარდაცვლილია და ცხედარს სავარაუდოდ, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.