თბილისში, დიღომში, ნაქირავებ ბინაში, აფხაზი ბლოგერის, ორგანიზაცია AMRA-ს დამფუძნებლის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს.
"ამრა" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:
"ორგანიზაცია "ამრა“, ოჯახის წევრები და მეგობრები ღრმა მწუხარებით იუწყებიან ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, დაურ ბუავას გარდაცვალების შესახებ.
გარდაცვალების მიზეზი შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
დაურ ბუავა იყო ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა და საკუთარი პრინციპების დასაცავად სირთულეებისა და შესაძლო რისკების მიუხედავად, ბოლომდე იდგა. სწორედ ასეთად - პატიოსან, მამაც და თავისი საქმის ერთგულ ადამიანად დარჩება იგი სამუდამოდ მისი ახლობლების, მეგობრებისა და საზოგადოების მეხსიერებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ასევე:
"დაურ ბუავა, მისი პოზიციების გამო, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე" - რას წერს თამთა მიქელაძე
"პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება" - შსს გარდაცვლილ დაურ ბუავაზე