საქართველო-მოსკოვის რეისის ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა - დაღუპულია 6 მგზავრი, 28 ადამიანი კი დაშავდა.
"წუხელ მომხდარი ავარია თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, ხომ არ გაქვთ გარდაცვლილებზე ინფორმაცია?!
ჩემი ბიძაშვილი ოჯახით (3 ბავშვით) მიემგზავრებოდა, ყველანი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში არიან, არ ჩანს მისი მეუღლე. 6 გარდაცვლილია როგორც ვიცით და მას ვერ ვპოულობთ ვერც საავადმყოფოებში, არც გარდაცვლილების სიაშია. წინ იჯდა მძღოლებთან ერთად და მძღოლები გარდაცვლილები არიან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ისვენებს დღეს, იქნებ, ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია" - წერს ანანო ჭიქაბერიძე.
ყველა დაშავებული პიატიგორსკის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კიდევ ერთი ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული. ავარიის წინასწარი მიზეზი მძღოლის მიერ სიჩქარის ლიმიტის დარღვევა და სატვირთო მანქანასთან უსაფრთხო დისტანციის დაცვაა.
ადგილზე მუშაობენ სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლები და საგამოძიებო ორგანოები. ისინი ადგენენ შეჯახების ყველა გარემოებას და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს.