რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, ავტობუსში, რომელიც 30 აგვისტოს თბილისი-მოსკოვის რეისზე ავტოავარიაში მოყვა, თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქე იყო.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით - უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით - საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
"გამოძიება სტავროპოლის მხარის პროკურატურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა", - წერს "ტასი" სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით.
წაიკითხეთ ასევე: