ავტორი:

“ხვალ, 1 სექტემბერს 31 წლის გახდებოდა“ - ცნობილია თევზაობის დროს დაღუპული მამაკაცის ვინაობა: ის ყოფილი მორაგბეა

“ხვალ, 1 სექტემბერს 31 წლის გახდებოდა“ - ცნობილია თევზაობის დროს დაღუპული მამაკაცის ვინაობა: ის ყოფილი მორაგბეა

საჩხერეში, თევზაობის დროს მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

  • ცნობილია უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა. როგორც “საზოგადოება საჩხერელი“ ფეისბუქგვერდზე წერს, ის ყოფილი მორაგბე ლაშა (პანდა) გრძელიშვილია.

“სამწუხარო ინფორმაცია - ტრაგიკულად დაიღუპა ლაშა (პანდა) გრძელიშვილი. სარაგბო კლუბ “ჯრუჭის“ ყოფილი მოთამაშე, ლაშა გრძელიშვილი თევზაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ახალგაზრდა, ენერგიული და სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც მთელი მომავალი წინ ჰქონდა, ხვალ, 1 სექტემბერს 31 წლის გახდებოდა.

საჩხერეში დატრიალებულმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველას გული დაწყვიტა და დიდი სიცარიელე დატოვა.

თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უდიდესი ტკივილის ჟამს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული,“ - წერია გავცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: