მას შემდეგ, რაც 70,000-ზე მეტი მიგრანტი ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შეიჭრა, ერთი თვის თავზე ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ეს პატარა ქალაქი კვლავ კატასტროფის პირასაა, სადაც “ყველაზე უარესი“ კონტინგენტი დარჩა.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ქალაქში თითქმის ყოველდღიურად ხდება ძალადობის ფაქტები, მათ შორის ხდება სამხედროებზე თავდასხმები და ათობით სექსუალური ძალადობა ყოველდღიურად.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ექსპერტებმა ესპანურ გამოცემა El Mundo-ს განუცხადეს, რომ არსებობს ვითარების კიდევ უფრო მწვავე ძალადობაში გადაზრდის რისკი.
“შეძლებისდაგვარად რაციონალურებმა ქალაქი უკვე დატოვეს, ხოლო ყველაზე უარესები ადგილზე დარჩნენ. ნელ-ნელა მათ ეწურებათ მაროკოდან წამოღებული ფული. მათთვის მობილურის ბალანსის შევსებაც კი სასიცოცხლო აუცილებლობაა, რამაც შესაძლოა მათ სულელური ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს... მოკლედ, ტრაგედიის დატრიალება მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა ერთ-ერთმა ექსპერტმა არსებულ სიტუაციაზე საუბრისას.

სეუტას მთავარმა პროკურორმა, სილვია როხასმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედებები, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა, მათ შორის არასრულწლოვანთა მიმართ, ძალიან იმატა.
“შეშფოთების მიზეზი ნამდვილად არსებობს. ეს არის დანაშაული, რომელიც საზოგადოებაში სერიოზულ განგაშს იწვევს“, - განუცხადა მან გამოცემა El Pais-ს.
ესპანეთის თანასწორობის სამინისტრომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სექსუალური ძალადობის 21 შემთხვევა დაადასტურა, რომელთაგან ხუთი გაუპატიურება იყო, ხოლო ცხრა არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელდა.

ასევე იმატა ქურდობამ. ამჟამად პატიმრობაში იმყოფება ორი მაროკოელი, რომლებმაც მეზობლის სახლიდან ფული და დოკუმენტები მოიპარეს.
ესპანეთის თანასწორობის მინისტრმა ანა რედონდომ დაგმო სეუტაში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები, თუმცა ამავდროულად მოსახლეობას მოუწოდა, რომ დანაშაულს არ აქვს ეროვნება.

დაძაბულობამ იმატა მიგრანტებსა და სეუტას ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის. გასულ კვირას ადგილობრივებმა მიგრანტების დროებით ბანაკზე იერიში მიიტანეს და მას ცეცხლი წაუკიდეს.
უკიდურესად მემარჯვენე პარტიებმა მოითხოვეს, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ შეაკავოს მიგრანტები და ისინი მშობლიურ ქვეყნებში დააბრუნოს.
იხილეთ ასევე: