ავტორი:

ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს თამაზ ელიზბარაშვილის სახლშიც - პირდაპირი ეთერი ადგილიდან

ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს თამაზ ელიზბარაშვილის სახლშიც - პირდაპირი ეთერი ადგილიდან

ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს თამაზ ელიზბარაშვილის სახლშიც - პირდაპირი ეთერი ადგილიდან.

მანამდე ბიზნესმენი და მისი ავტომობილი ლისის ტბაზე გაჩხრიკეს. ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ჩხრეკის პროცესს ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრება. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები ბინაში იარაღს ეძებენ.

ელიზბარაშვილის მეუღლე პოლიციის მობილიზებას 30 აგვისტოს, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. მისი თქმით, რამდენიმე მამაკაცი რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილთან მივიდა და რუსეთუმეების საწინააღმდეგო პოსტების გამოქვეყნებისთვის, ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

შსს-ის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.

იხილეთ ასევე: