ავტორი:

“პრინცი ჰარის ბრიტანეთში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია დედის შესახებ საკუთარი ფილმის გადაღება“ - მედია ძმების ურთიერთობის კულუარულ დეტალებზე წერს

“პრინცი ჰარის ბრიტანეთში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია დედის შესახებ საკუთარი ფილმის გადაღება“ - მედია ძმების ურთიერთობის კულუარულ დეტალებზე წერს

Daily Mail-ის უფროსი რედაქტორის, რიჩარდ კეის განცხადებით, პრინც ჰარის ბრიტანეთში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი დედის შესახებ საკუთარი ფილმის გადაღებაა.

პრინცმა ჰარიმ უკვე დაიწყო პრინცესა დიანას ძველ მეგობრებთან კომუნიკაცია, რათა ისინი დედის შესახებ დაგეგმილ ფილმში ჩართოს. სამეფო ოჯახის ექსპერტის თქმით, ბრიტანეთში დაბრუნების პირველივე წელს, ეს პროექტი პრინცის დროსა და ყურადღებას სრულად დაიკავებს.

მომავალ წელს პარიზში პრინცესას დაღუპვიდან 30 წელი სრულდება, ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები და საპატიო ცერემონიები. იუბილე დიანას მემკვიდრეობას კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცევს, რაც უილიამისა და ჰარის ისედაც გაფუჭებულ ურთიერთობას დამატებით გამოცდას მოუწყობს.

“არსებული ინფორმაციით, ძმებს თითქმის ოთხი წელია ერთმანეთთან არ უსაუბრიათ, საჯაროდ ისინი ბოლოს ერთად 2023 წლის მაისში, მეფე ჩარლზის კორონაციაზე გამოჩნდნენ. საზოგადოება ჰარის ყოველთვის დიანას უკავშირებს, რომელიც ცდილობს პრინცესას მემკვიდრეობაზე ექსკლუზივი მოიპოვოს, რაც უილიამის დიდ აღშფოთებას იწვევს,“ - განაცხადა კეიმ Palace Confidential-ის ბოლო გამოშვებაში.

თუმცა ჰარი ერთადერთი ადამიანი არაა, ვისი ბოლოდროინდელი აქტიურობა პრინცესა დიანას უკავშირდება, ცოტა ხნის წინ დიანას ძმამ, ერლ სპენსერმა განაცხადა, რომ მან დის შესახებ ახალი წიგნი დაწერა, რომელიც ამ თვეში გამოიცემა.

წყარო

იხილეთ ასევე: