ცნობილია თუშეთში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა

ცნობილია თუშეთში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა

თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სიმონ ხეჩასშვილია.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.

ცნობისთვის, ავარია ღამით სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.

  • თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

შედეგად, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 ახალგაზრდა კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მათ მრავლობითი დაზიანებები - ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.