ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე ადგილობრივ მამაკაცებს მოუწოდა, გრძელი წვერებისა და დამოკლებული შარვლების ტარება მოდურ ტენდენციად არ აქციონ.
“ჩვენთან დადიან მამაკაცები ძალიან გრძელი წვერით. ამასთან, ისინი არ ესწრებიან პარასკევის კოლექტიურ ლოცვას, არ დადიან მეჩეთებში, 24 საათის განმავლობაში დასეირნობენ პროსპექტებზე და უქმად არიან. მათ გრძელი წვერი და აკეცილი შარვლები გაურკვეველ მოდად აქციეს, მოზარდი თაობა კი მათ ჰბაძავს. მივმართავ მათ: შეიჭერით წვერები და ატარეთ ის რელიგიის შესაბამისად“, - განაცხადა კადიროვმა.
“მათაც მოვუწოდებთ, ჩაიცვან ისლამის შესაბამისად და არ გადაიღონ არაბული ჩაცმის სტილი. ფარანჯას ჩვენთან არასდროს ატარებდნენ“, - დასძინა კადიროვმა.
იხილეთ ასევე: