დღეს, გამთენიისას, თბილისში, რამდენიმე უბნის მოსახლეობა ძლიერმა ხმამ გააღვიძა. თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა "ნოვას" საწყობში. მომხმარებლები წერენ, რომ აფეთქების ხმა ისმოდა თემქაზე, გლდანში, სანზონაში, დიღომში, ავჭალაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს, რომ აფეთქება მართლაც ფეიქრების ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კომპანია "ნოვას" საწყობში მოხდა.
"აფეთქება, სავარაუდოდ, ეზოში არსებულ გაზის რეზერვუარში მოხდა, რასაც ძლიერი ხმა ჰქონდა, თუმცა მომხდარს ხანძარი არ მოჰყოლია, დაზიანდა საწყობის ნაწილი", - განაცხადეს უწყებაში. მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულმა, თუმცა მომხდარმა ახლოს მდებარე სახლების დაზიანება გამოიწვია.
როგორც ერთ-ერთი მიმდებარედ მცხოვრები გვეუბნება, სავარაუდოდ, ჩაიმსხვრა ახლოს მდებარე კორპუსების მინების ნაწილი.
"ხანძარი არ არის, ჩემი სახლიდან არ ჩანს. ჩანდა მხოლოდ მტვრის ბუღი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მანქანები, სავარაუდოდ, ჩაიმსხვრა ახლოს მდებარე კორპუსების მინების ნაწილი", - ამბობს ის.
წაიკითხეთ ასევე: