"ეს ამბავი ჩვენი მონაპოვარია... დღეს ვიგებთ, რომ ამ ბიჭს გირაოთი გაათავისუფლებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავში მომხდარსა და შემსუბუქებულ ბრალზე

"ეს ამბავი ჩვენი მონაპოვარია... დღეს ვიგებთ, რომ ამ ბიჭს გირაოთი გაათავისუფლებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავში მომხდარსა და შემსუბუქებულ ბრალზე

"ეს ამბავი ჩვენი მონაპოვარია" - აღნიშნულით ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანისთვის ბრალდების შემსუბუქებას ეხმაურება.

  • საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა.

"გახსოვთ ამბავი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოგიყევით - 16 წლის მოზარდს შემოაკვდა 52 წლის პედოფილი სექსუალური ძალადობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც ამ აზერბაიჯანელ ბიჭს ამართლებდა, პროკურატურამ ეს ბიჭი 16-წლიანი განზრახ მკვლელობის მუხლისთვის გაიმეტა.

როდესაც ოჯახი დაგვიკავშირდა, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ყველა რესურსი ამოწურული ჰქონდათ და ხელისუფლებას მათ ტრაგედიას ვერ აგებინებდნენ. ჩვენ გვიკვირდა, მიუხედავად ამ მტკიცებულებებისა, რომელიც არსებობდა, მაინც რატომ მოხდა ამ საქმისთვის განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის მინიჭება.

დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურა ამ მუხლს ცვლის. მუხლი შეუცვალეს აუცილებელი მოგერიებით. უფრო მეტიც, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და ამ ბიჭს გირაოთი გაათავისუფლებენ.

  • ეს ამბავი თქვენი და ჩვენი მონაპოვარია, ეს ამბავი სწორი რეაქციების მონაპოვარია, ეს ამბავი თქვენი ბრაზის და წყენის მონაპოვარია.

იცოდეთ თითოეულმა თქვენგანმა, როდესაც ჩვენი დგომა დაგჭირდებათ, აუცილებლად მოგვწერეთ, იმიტომ რომ აუცილებლად ვიქნებით თქვენ გვერდით. გილოცავთ ამ გამარჯვებას ყველას ვისთვისაც, 16 წლის ბიჭის გაწირული ცხოვრება ძალიან მნიშვნლოვანი იყო. ამ ბიჭის ცხოვრება რომ რადიკალურად შეიცვლება, იცოდეთ, ეს არის თქვენი დამსახურება" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში.

ასევე იხილეთ: