ავტორი:

რატომ მოტეხა ყბა ქართველმა ძიუდოისტმა, დამარცხების შემდეგ, გერმანელ მეტოქეს - აკაკი ჯაფარიძე მიზეზს ასახელებს: "ეს უბრალო დაპირისპირება არ ყოფილა"

რატომ მოტეხა ყბა ქართველმა ძიუდოისტმა, დამარცხების შემდეგ, გერმანელ მეტოქეს - აკაკი ჯაფარიძე მიზეზს ასახელებს: "ეს უბრალო დაპირისპირება არ ყოფილა"

გერმანიაში, ძიუდოს შეჯიბრების დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოცემა Outsports წერს, რომ ქართველი ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე გერმანელ ოლიმპიელ ტიმო კაველიუსს ბრძოლის დასრულების შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა და რამდენჯერმე დაარტყა. ინციდენტის შედეგად კაველიუსმა ყბა მოიტეხა და ოპერაცია დასჭირდა.

შემთხვევა 5 სექტემბერს, ლაიფციგში, გერმანიის ბუნდესლიგის შეხვედრისას მოხდა. კაველიუსი გერმანულ კლუბ TSV Abensberg-ს წარმოადგენდა, ჯაფარიძე კი ლაიფციგის გუნდში ასპარეზობდა.

ორი სპორტსმენი ერთმანეთის წინააღმდეგ ერთ საათში ორჯერ გამოვიდა. პირველ შეხვედრაში გამარჯვება ქართველმა მოიპოვა, მეორე ბრძოლა კი კაველიუსმა მოიგო.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გერმანელმა ძიუდოისტმა საკუთარი გუნდის მიმართულებით მუშტი აღმართა. სწორედ ამის შემდეგ, Outsports-ის ინფორმაციით, ჯაფარიძე მას მოულოდნელად დაესხა თავს და რამდენჯერმე დაარტყა.

TSV Abensberg-ის მწვრთნელმა მანუელ შაიბელმა მომხდარის აღწერისას განაცხადა, რომ ქართველი ძიუდოისტი „კონტროლიდან გამოვიდა“.

კაველიუსმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მას ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ყბა სამი მეტალის ფირფიტით დაუმაგრეს. ექიმების შეფასებით, სპორტსმენს რინგზე დაბრუნებამდე სულ მცირე 10-12 კვირის აღდგენის პერიოდი დასჭირდება. ამის გამო კაველიუსი 4-11 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

ინციდენტს შესაძლოა უფრო სერიოზული გავლენა ჰქონდეს მის კარიერაზეც. გერმანელი სპორტსმენი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძვის, თუმცა ხანგრძლივი პაუზის გამო რეიტინგში პოზიციის დაკარგვის საფრთხე შეექმნა.

რა თქვა აკაკი ჯაფარიძემ

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ქართველმა ძიუდოისტმა აღნიშნა, რომ ფიზიკური აგრესია სპორტში მიუღებელია და პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა თავდასხმის მიზეზად კაველიუსის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟესტი დაასახელა.

ჯაფარიძის განცხადებით, მომხდარი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა.

„ნებისმიერი სახის ფიზიკური აგრესია სპორტში მიუღებელია. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“, - წერს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, კაველიუსის მხრიდან გაკეთებული ჟესტი მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by @japaridze_akaki

გერმანელი ძიუდოისტი ბრალდებას უარყოფს

კაველიუსმა უარყო, რომ მეტოქისთვის მისი ჟესტი შეურაცხყოფის მიყენებას ან დამცირებას ისახავდა მიზნად.

გერმანელმა სპორტსმენმა განმარტა, რომ გამარჯვების შემდეგ ჟესტი საკუთარი გუნდის მიმართულებით გააკეთა და ეს მხოლოდ მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატულება იყო.

მისი თქმით, ჯაფარიძის პროვოცირება მისი მიზანი არ ყოფილა და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია ქართველი სპორტსმენისთვის.

კაველიუსის განცხადებით, თუნდაც მის ჟესტს ჯაფარიძეში უარყოფითი ემოცია გამოეწვია, ეს ძალადობრივ რეაქციას ვერ გაამართლებდა.

გერმანიის ძიუდოს ფედერაცია: ეს უბრალო დაპირისპირება არ ყოფილა

ინციდენტის შემდეგ გერმანიის ძიუდოს ფედერაციამ მომხდარი მკაცრად დაგმო.

ფედერაციაში განაცხადეს, რომ კაველიუსზე თავდასხმა არ ყოფილა უბრალოდ ემოციური დაპირისპირება ან მცირე შეხლა-შემოხლა. მათი თქმით, სპორტსმენს ძლიერი დარტყმები მიაყენეს მაშინაც კი, როდესაც ის უკვე იატაკზე იწვა, ხოლო სიტუაცია მხოლოდ თანაგუნდელების ჩარევამ გაანეიტრალა.

ფედერაციამ ასევე გააკრიტიკა ჯაფარიძის განცხადება, რადგან ქართველი სპორტსმენის მხრიდან მომხდარის ნაწილობრივ გამართლებად აღიქვა მისი პოზიცია. გერმანული მხარე ჯაფარიძის მიმართ სპორტული სანქციების დაწესებასაც ითხოვს.

ვინ არის ტიმო კაველიუსი

29 წლის ტიმო კაველიუსი გერმანიის ნაკრების წევრი და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მონაწილეა. ის ისტორიაში პირველი ღიად გეი მამაკაცი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

კაველიუსი 2023 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, იმავე წელს პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2024 წელს კი კიდევ ერთი ვერცხლი აიღო ასტანაში, რამაც მას პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრაში ხელი შეუწყო.

Outsports-ის ინფორმაციით, თავდასხმას კაველიუსის სექსუალურ ორიენტაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდა თუ არა, ამის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს.

ახლა გერმანელი სპორტსმენი გამოჯანმრთელების პროცესს გადის, ხოლო აკაკი ჯაფარიძის მიმართ შესაძლო დისციპლინური გადაწყვეტილების მოლოდინშია ქართული ძიუდოს ფედერაციაც.

წაიკითხეთ ასევე: