ავტორი:

ახალი დეტალები ალასკელ მოზარდზე, რომელმაც გადაბრუნებულ ნავზე 3 დღე-ღამე ლოცვაში გაატარა - მან თევზაობისას ძმა და ბიძაშვილი დაკარგა: რას ჰყვება დერეკის დედა

ახალი დეტალები ალასკელ მოზარდზე, რომელმაც გადაბრუნებულ ნავზე 3 დღე-ღამე ლოცვაში გაატარა - მან თევზაობისას ძმა და ბიძაშვილი დაკარგა: რას ჰყვება დერეკის დედა

ალასკელი მოზარდი, რომლიც ნავიც გადაბრუნების შედეგად წყალში აღმოჩნდა, სასოწარკვეთილი ცდილობდა გარდაცვლილი ძმისა და ბიძაშვილის ცხედრებისთვის ხელი არ გაეშვა. ოჯახის წევრების თქმით, ბიჭმა ღია ზღვაში გატარებული საშინელი 62 საათი მხოლოდ ლოცვის წყალობით გადაიტანა.

4 სექტემბერს 15 წლის დერეკ პარკერ აღნაანგა უფროს ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად პალტუსზე თევზაობდა, რა დროსაც მათ მცირე ზომის ნავი წმინდა ლავრენტის კუნძულთან გადაბრუნდა და ბერინგის ზღვაში ჩაიძირა. ოჯახის წარმომადგენლის თქმით, ნავის გადაბრუნება, სავარაუდოდ, ძრავაზე ანკესის ძაფის დახვევამ გამოიწვია.

ალასკის შტატის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ თევზაობიდან ჯგუფი შინ არ დაბრუნებულა, სანაპირო დაცვამ გაყინული, მშიერი და ძალაგამოცლილი მოზარდი 7 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10:30 საათზე, გადაბრუნებულ ნავზე მჯდომი შეამჩნია. სანაპირო დაცვამ დახმარებისთვის იქვე მყოფ თევზსაჭერ გემს, “Northwest Explorer“ -ს მიმართა.

“მას შემდეგ რაც ძმა და ბიძაშვილი დაიხრჩვნენ დერეკი ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს ჰქონოდა ჩაჭიდებული ხელი ცხედრებზე და ისინი ტალღებისთვის არ გაეტანებინა“ , - დაწერა ბიჭის დეიდამ, კოლინ უოკერმა GoFundMe-ის გვერდზე, რომელიც ოჯახის დასახმარებლად შეიქმნა.

“4 დღე და 3 ღამე. ის საკვებისა და წყლის გარეშე, მხოლოდ ლოცვით გადარჩა... თქვა, რომ მთელი ეს დრო ასე იჯდა და ლოცულობდა“, - დაწერა მოგვიანებით ბიჭის დედამ, ისა კულოვიიმ Facebook-ზე.

როგორც ოჯახის წევრებმა მედიასთან საუბარში განუცხადეს, ბიჭის ძმა გადაბრუნებული ნავის ქვეშ მოჰყვა და დაიხრჩო, ხოლო რუკოკი - ბიჭის ბიძაშვილი აღნაანგასთან ერთად გადარჩა და კიდევ ერთი დღე იცოცხლა, თუმცა მოგვიანებით შეუძლოდ გახდა, წყალში ჩავარდა და გარდაიცვალა.

წყარო

იხილეთ ასევე: