ავტორი:

“დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა - თამაზ ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია“ - ადვოკატი

“დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა - თამაზ ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია“ - ადვოკატი

დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილს მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია შეეზღუდა.

  • როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან მიაწოდეს და განუმარტეს, რომ დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა.

“ახლახან დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა, თამაზ ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია! შესაბამისი დადგენილებაც გადმომეგზავნა“, - წერს ადვოკატი.

მანამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით “გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ აეკრძალა.

იხილეთ ასევე: