ახალი თანამგზავრული ფოტოების თანახმად, ჩინეთი მსოფლიოში პირველ წყალქვეშა “დრონების მზიდ“ ხომალდს აგებს, რომელსაც ავტონომიური წყალქვეშა დრონების გაშვების შესაძლებლობა ექნება.
შანხაის გემთსაშენში დაფიქსირებულ ხომალდს, სავარაუდოდ, ოთხი გიგანტური უპილოტო წყალქვეშა ნავის გადაზიდვა და ღია ოკეანეში განთავსება შეეძლება.

ამერიკული სადაზვერვო-თავდაცვითი კომპანია Vantor-ის მიერ გადაღებულ კადრებში წითელი გემი ჩანს, რომელიც “ხუდუნ-ჟონჰუას“ ვერფზე შენდება. ადგილზე, სადაც პეკინს წარსულშიც აუგია მსხვილი ამფიბიური ტიპის სადესანტო ხომალდები.
ჩინეთი ერთადერთი ცნობილი სახელმწიფოა, რომელმაც ამ ზომის უპილოტო წყალქვეშა ნავი შექმნა. პროექტიდან გამომდინარე ახალი ტერმინის - XXLUUV (ძალიან დიდი ზომის უპილოტო წყალქვეშა აპარატი) დამკვიდრებაც კი გახდა საჭირო.

წყალქვეშა ომის დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, ხომალდის შიდა ანგარი სამოქალაქო ან სამეცნიერო დანიშნულების ვერსიას გამორიცხავს. მას მინიმუმ ოთხი ჩინური XXLUUV-ის ათასობით მილის მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია.

35-იდან 45 მეტრამდე სიგრძის ჩინური დრონები დაახლოებით 6-8-ჯერ აღემატება ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების Boeing Orca XLUUV-ს (16 მეტრი). თუ ამერიკულ მოდელს, დაახლოებით 8 მძიმე ტორპედოს გადაზიდვა შეუძლია, ჩინურ ვარიანტს 10,000 საზღვაო მილზე მეტ მანძილზე კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის გადატანა შეეძლება.

ხომალდს წინა ნაწილში ვერტმფრენის განთავსებისთვის ანგარიც გააჩნია.
ჩინეთი მსოფლიოში საბრძოლო ხომალდების უმსხვილესი მწარმოებელია. ექსპერტების შეფასებით, მისი გემთმშენებლობის პოტენციალი ვაშინგტონის მაჩვენებლებს სულ მცირე 200-ჯერ აღემატება (ჩინეთის 405 სამხედრო ხომალდი ამერიკის 295-ის წინააღმდეგ).
იხილეთ ასევე: