ავტორი:

ნიკოლას ქეიჯის 10,5 მილიონ დოლარად შეფასებული მალიბუს ვილა, გიგანტური ორმოს გაჩენიდან ერთი კვირის შემდეგ, კვლავ ჩამოქცევის პირასაა - რა ფოტოები ვრცელდება ადგილიდან

ნიკოლას ქეიჯის 10,5 მილიონ დოლარად შეფასებული მალიბუს ვილა, გიგანტური ორმოს გაჩენიდან ერთი კვირის შემდეგ, კვლავ ჩამოქცევის პირასაა - რა ფოტოები ვრცელდება ადგილიდან

მალიბუში, ნიკოლას ქეიჯის 10.5 მილიონი დოლარის ღირებულების სახლთან, უზარმაზარი ორმო კიდევ უფრო ფართოვდება. ახალი ფოტოები აჩვენებს, რომ მსახიობის სანაპირო სახლთან ახლოს მიწის დიდი ნაწილი ჩამოშლილია და ტერიტორია მძიმე ტექნიკით არის გარშემორტყმული.

ორმო სამშაბათს, 8 სექტემბერს, დილის 5:45 საათზე გაჩნდა და მისი სიღრმე 7,5-დან 9 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე - 9/18 მეტრს. მიწის ჩამოშლამ კერძო გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა და დასახლებაში შესვლა-გამოსვლის ერთადერთი გზა გადაკეტა.

შემთხვევა მალიბუს დახურულ დასახლებაში, Sea Level Drive-ზე მოხდა, სადაც 31 სახლის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმავე დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შვიდ სახლს სტრუქტურული საფრთხის გამო წითელი ნიშანი მიენიჭა, კიდევ 24 სახლთან კი შეზღუდვები დაწესდა. მიწის ჩამოშლამ გაზის გაჟონვაც გამოიწვია, რის გამოც სამუშაოების დროს გაზისა და წყლის მილების გადაკეტვა გახდა საჭირო. შემთხვევამდე ორი დღით ადრე, 6 სექტემბერს, საგანგებო სამსახურები იმავე ტერიტორიაზე გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებულ ინციდენტზეც მუშაობდნენ.

ადგილობრივი სპეციალისტების შეფასებით, მიწის ჩამოშლა სანაპირო ზოლის ძლიერმა ეროზიამ გამოიწვია. პროცესს ხელი შეუწყო ძლიერმა ტალღებმა, მოქცევამ და ქარიშხალ "მარიას“ შედეგად შექმნილმა პირობებმა, რომლებმაც გზის ქვეშ არსებული ნიადაგი გამორეცხა.

ამ დროისთვის გეოლოგები და ინჟინრები ტერიტორიის გამაგრებაზე მუშაობენ. მათი მთავარი ამოცანა სახლების საძირკვლების დაცვა, სანაპიროს დამატებითი ეროზიის შეჩერება და გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საბოლოოდ, დაგეგმილია ორმოს ამოვსება და დაზიანებული გზის აღდგენა.

ნიკოლას ქეიჯმა მალიბუს ეს სახლი 2024 წელს 10.5 მილიონ დოლარად შეიძინა. წყარო

იხილეთ ასევე: