18 სექტემბერს, დასავლეთ ავსტრალიის ერთ-ერთ პოპულარულ სანაპიროზე ცურვისას, ზვიგენის თავდასხმის შედეგად მოცურავე დაიღუპა.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურში, სორენტოს სანაპიროსთან წყალში ზვიგენის თავდასხმის შესახებ შეტყობინება შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანაპიროს გასწვრივ ცურვისას მამაკაცი ზვიგენმა დაკბინა, მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ქალაქ ჯუნდალუპის მერიამ, რომელიც სორენტოს ადმინისტრაციულად მართავს, მომხდარი ტრაგედიის გამო ქალაქის ყველა სანაპიროს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
დასავლეთ ავსტრალიის მთავრობის ვებპორტალ Shark Smart-ის მონაცემებით, თავდასხმის პერიოდში, ახლო მიდამოებში ზვიგენის გამოჩენის შესახებ ორი შეტყობინება დაფიქსირდა,
10:22 საათზე სანაპიროდან დაახლოებით 50 მეტრში უცნობი სახეობის, 2.5 მეტრის სიგრძის ზვიგენი დააფიქსირეს
12:49 საათზე კი იმავე ტერიტორიაზე 5 მეტრის სიგრძის თეთრი ზვიგენი შენიშნეს
იხილეთ ასევე: