ავტორი:

ცემა-ტყეპა თვითმფრინავის ბორტზე - მგზავრებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, მათი გაშველება ქალებმა სცადეს

ცემა-ტყეპა თვითმფრინავის ბორტზე - მგზავრებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, მათი გაშველება ქალებმა სცადეს

ბანგლადეშიდან ლონდონისკენ მიმავალ საჰაერო ხომალდზე მგზავრებს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შავპერანგიანმა მამაკაცმა უკანა რიგში მჯდომ მგზავრს დაარტყა, რის შემდეგაც ბორტზე ცემა-ტყეპა დაიწყო.

Biman Bangladesh Airlines-ის კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც ბანგლადეშის ქალაქ სილჰეტიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, ოთხშაბათს სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია, თუ როგორ უპირისპირდებიან მგზავრები ერთმანეთს.

დაპირისპირებისას შავპერანგიანმა მამაკაცმა უკანა რიგში მჯდომ მგზავრს დარტყმა მიაყენა, რასაც საპასუხო დარტყმების სერია მოჰყვა. ჩხუბის შედეგად ერთ-ერთ მამაკაცს პერანგი შემოეხა. შექმნილი ინციდენტის განმუხტვასა და სიტუაციის მოგვარებას ბორტის ეკიპაჟის წევრები შეეცადნენ.

თვითმფრინავში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა, უდინ ალიმმა მომხდარი ფაქტი “საშიშ სიტუაციად“ შეაფასა.

მისი თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა ის გარემოება, რომ რეისზე ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები იმყოფებოდნენ.

“მათ ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, თუმცა მაინც მოუწიათ ამ ქცევის ყურება და იმ შიშთან თუ სტრესთან გამკლავება, რაც ამ ყველაფერმა გამოიწვია“, - განაცხადა უდინ ალიმმა.

წყარო

იხილეთ ასევე: