UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ეფექტურ დაბრუნებას აანონსებს. რამდენიმე დღის წინ მან ჯასტინ გეიჯს მიმართა და აღნიშნა, რომ მალე დაბრუნდება.
თუმცა, ბრძოლების გამართვამდე, როგორც ჩანს ქართველი ვარსკვლავი თავის ფესვებს არ ივიწყებს და ამჯერად ნიუ-იორკში მდებარე ქართულ რესტორანს ესტუმრა, სადაც ტრადიციული ქართული კერძები დააგემოვნა და პერსონალთან ერთად სასიამოვნო საღამოც გაატარა.

მისი სტუმრობის დეტალებზე laliko.nyc -ი წერს:
“რამდენიმე თვის წინ მან “ლალიკოს“ გვერდით გაიარა, ფანჯარა ჩამოწია, ჩვენს შეფ-მზარეულებს ესაუბრა და დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა. გუშინ თავისი სიტყვა შეასრულა! შემოვიდა, დაჯდა, პერსონალთან ერთად კარტი ითამაშა და წასვლამდე ხინკალიც აუცილებლად მიირთვა.
ილია, გმადლობთ, რომ სიტყვა შეასრულეთ! მთელ ჩვენს გუნდს ძალიან გაუხარდა შენი ნახვა და ყოველთვის დახვდებათ ადგილი ჩვენს მაგიდასთან,“ - წერს ქართული რესტორანი “ინსტაგრამზე.“

ჟურნალისტმა ალვარო კოლმენეირომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია რინგს სავარაუდოდ, 2027 წლის თებერვალში დაუბრუნდება.
იხილეთ ასევე: