საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრისთვის ემზადება.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ხარებაშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, კვერნაძე, მიქაუტაძე.
ქომაგები ფეხბურთელებს დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ და ისინი ხმაურიანად გაამხნევეს.
ფოტოებს “ეროვნული ნაკრები“ ავრცელებს:
UEFA-ს რეგულაციის გამო დღევანდელი საფეხბურთო მატჩი მაყურებლების გარეშე მიმდინარეობს. მიზეზი სომხეთთან მატჩის ბოლოს მომხდარი დაპირისპირებაა.
იხილეთ ასევე: