ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას მასპინძლობს.
მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასეთი ძირითადი შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:
მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყო.
UEFA-ს რეგულაციის გამო დღევანდელი საფეხბურთო მატჩი მაყურებლების გარეშე მიმდინარეობს. მიზეზი სომხეთთან მატჩის ბოლოს მომხდარი დაპირისპირებაა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში საკმაოდ უღიმღამოდ დაიწყო - ერთი შეხედვით დაცვასა და თავდასხმას შორი კავშირი გაწყვეტილი იყო, შუა რგოლი მოედანზე საერთოდ არ ჩანდა. შედეგად, მეტოქემ რამდენიმე შეტევის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა. ჩვენი გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია უცნაურად პასიური იყო, ფაქტობრივად, "კვარამდე" ბურთი არ აღწევდა. ამ ყველაფრის შედეგად, პირველი ნახევარი საათის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს მეტოქის კარისკენ ერთხელაც არ დაურტყია.
37-ე წუთზე ქართველებს პირველად ჰქონდათ კარში დარტყმის მცდელობა, ისიც მეტოქემ ადვილად დაბლოკვა.
38-ე წუთზე კი ჩვენმა ნაკრებმა პირველი კუთხური ჩააწოდა, რომელიც კვერნაძემ მოიპოვა. კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ, ისევ კვერნაძის დარტყმა მეტოქემ კარის ხაზიდან მოიგერია.
საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ირლანდიელებს პრესინგიც გამოსდიოდათ, შეცდომებსაც ნაკლებად უშვებდნენ და ჩვენი კარისკენაც არაერთხელ დაარტყეს, მაინც და მაინც სახიფათოდ ვერა, მაგრამ, ფაქტია, ჩვენს ნაკრებზე უკეთ თამაშობდნენ.
იმედი გვაქვს, მეორე ტაიმში ეს სურათი შეიცვლება.
იხილეთ ასევე: