ავტორი:

“პირველად ვნახე კარიერაში...“ - ვილი სანიოლმა ჩრდ. ირლანდიასთან წაგებული მატჩი შეაჯამა

“პირველად ვნახე კარიერაში...“ - ვილი სანიოლმა ჩრდ. ირლანდიასთან წაგებული მატჩი შეაჯამა

ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის (0:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გეგმა სწორი გვქონდა. პირველ ტაიმში ისეთი ინტენსივობა არ ყოფილა, რომ გეგმას ხელი შეშლოდა. მნიშვნელოვან ფეხბურთელები ახლა ისეთ კონდიციებში არიან, ცოტას თამაში შეუძლიათ. ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს. საგოლე შანსები გვქონდა და უკეთესი შედეგის დაფიქსირება ნამდვილად შეგვეძლო.

ფეხბურთელთა ფორმიდან გამომდინარე, დიდი არჩევანი არ გვაქვს. პირველ ტაიმში კვარაცხელიაც საკმაოდ უკნიდან თამაშობდა, შემდეგ ტაქტიკა შევცვალეთ. იმედია, უკრაინის ნაკრებთან უფრო ორგანიზებულები ვიქნებით.და საგოლე შანსებს გამოვიყენებთ.

ცხადია, უკეთესი ყოველთვის შეიძლება. გვქონდა პრობლემები, სამ ცენტრალურ მცველს კუნთი გაეჭიმა, ეს იშვიათი შემთხვევაა. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ეს ფიზიკური მდგომარეობა კლუბებიდან მოჰყვებათ.

პენალტის დარტყმის საკითხი ჯერ კიდევ 4 წლის წინ გადაწყდა, თავს ვინც უკეთ გრძნობს, ის ასრულებს. ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს", - განაცხადა სანიოლმა.

  • სანიოლმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ გუნდში ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.

“მატჩი, რომელიც შეგვეძლო მოგვეგო, წავაგეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვიყავი, თუმცა მე-2 ნახევარში თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ...

პირველად ვნახე კარიერაში, 1 მატჩში ერთი გუნდის 3 ცენტრაკურ მცველს კუნთის გაჭიმვოდა.” - თქვა ვილი სანიოლმა

მეორე ტური 28 სექტემბერს გაიმართება - საქართველო უკრაინას, ჩრდილოეთ ირლანდია კი უნგრეთს უმასპინძლებს.

იხილეთ ასევე: