საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, დინამო არენაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 0-1 დამარცხდა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი დამატებით დროში გაიტანეს. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიას 11-მეტრიანიდან ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა.
მატჩის შემდეგ "კვარამ" გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.
"ალბათ ყველა ვხვდებით რომ ძალიან ცუდი მატჩი ვაჩვენეთ. ასეთ გუნდთან ასე წაგება... სიტყვებს ვერ ვპოულობ რა შეიძლება ვთქვა. ვფიქრობდით და როგორც თამაშმა აჩვენა, ალბათ უპირატესობა ჩვენ უნდა გვქონოდა. საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მიზეზები თითოეულმა ჩვენგანმა და სხვა ადამიანებისკენ ხელი არ უნდა გავიშვიროთ. მეც და ბიჭებიც ჩვენ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. ვგრძნობ ასევ თქვათ, ამ დანაშაულს... დანაშაულს დავარქმევდი.
პირადად მე საკუთარ თავზე ვიღებ დღევანდელ მარცხზე პასუხისმგებლობას და ბოდიშს მოვუხდი ქართველ გულშემატკივარს. 28-ში კიდევ ერთი შანსი გვექნება და იმედია გამოვიყენებთ.
მოედანზე საგულშემატკივროდ მოსულ ბავშვებს თითოეული ფეხბურთელი ბოდიშს მოვუხდით, როცა ჰიმნი დაიწყო, ისეთი მუხტი ვიგრძენი რომ მეგონა მოედანი გულშემატკივრით სავსე იყო. მადლობა ამ ბავშვებს, იდეალური ატმოსფერო შექმნეს. ბოდიში მათ, რომ ასე მოუწიათ თამაშის შემდეგ წასვლა", - თქვა კვარაცხელიამ
ცნობისთვის, "ერთა ლიგის" მორიგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 28 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.