ავტორი:

ქართველები მილანში - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მილანის მოდის კვირეულზე (ფოტოები)

ქართველები მილანში - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მილანის მოდის კვირეულზე (ფოტოები)

მილანის მოდის კვირეული 22 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს დაიხურება. მოდის სამყაროსთვის მოდის კვირეული მნიშვნელოვანი ამბავია მოდის ინდუსტრიისთვის, მაგრამ ქართველებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა წლევანდელი კვირეული, რადგან იქ უკვე ორი ქართველი მოდელი წარადგენს სხვადასხვა ცნობილი მოდის სახლების ახალ კოლექციებს.

მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი უკვე არაერთ ჩვენებაზე ვიხილეთ.

ნასტასია ლეგრან-ბაბლუანმა “ფენდის“, “მაქს მარასა“, “ეტროს“, "ატიკოს: ახალი კოლექციის წარდგენაში მიიღო მონაწილეობა.

მატილდა კი თავდაპირველად Vogue World-ის ფარგლებში გამოვიდა, ხოლო შემდეგ Alberta Ferretti-ს, ასევე Atuco-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა მოდელებმა მილანიდან საერთო ფოტოებიც გაუზიარეს თავიანთ გულშემატკივრებს.

მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი ATICO-ს ჩვენების შემდეგ მილანში