გურჯაანის რაიონ სოფელ საბათლოში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 27 წლის ახალგაზრდა.
“დედოფლისწყაროს ახალი ამბები“ მომხდარის ახალ დეტალებს ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, “სომხეთში მცხოვრები 1999 წელს დაბადებული ა.ო. სტუმრად ჩამოვიდა მშობლიურ სოფელში თანაკლასელის შვილის სამხედრო სამსახურში გაცილების სუფრაზე,
ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა.ო. დიდი სისწრაფით მოძრაობდა და დაეჯახა სოფელში მდებარე მემორიალის კედელს. გვერდით ეჯდა ამავე სოფლის მცხოვრები 1991 წელს დაბადებული ე.ა. მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო გვერდით მჯდომი ჯერ გადაყვანილ იქნა რაიონის კლინიკაში, ხოლო შემდეგ კატასტროფით თბილისში.“
იხილეთ ასევე: