ბათუმში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი შეეჯახა მოპედს, რომლითაც არასრულწლოვნები გადაადგილდებოდნენ

ბათუმში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი შეეჯახა მოპედს, რომლითაც არასრულწლოვნები გადაადგილდებოდნენ

დღეს, კიდევ ერთი ავარია მოხდა ბათუმში. კერძოდ, კი გურამიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე ავტომობილი მოპედს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა.

  • არსებული ინფორმაციით, დაშავდა 2 არასრულწლოვანი, რომლებიც მოპედით გადაადგილდებოდნენ. მოზარდები ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.

ფოტო: "აჭარა თაიმსი"