მოკლული გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის თქმით, გიორგი მალანიას ადვოკატმა მისი ჩვენება უდავოდ ცნო.
"როგორც რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს, გიორგი მალანიას ადვოკატმა ჩემი ჩვენება(ც) უდავოდ ცნო!
რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, არც ერთ ჩემს სიტყვას იურიდიული ძალა არ ექნება!
ეშინიათ ჩემი სიტყვის იურიდიული ძალის!
ამას ველოდი კიდეც!
თუმცა პოზიციის დაფიქსირებისას მაინც მოუწევთ ჩემი მოსმენა!" - წერს ეკა კუპატაძე.