ავტორი:

მეუღლე, რომელიც ცნობილი დიზაინერის მეგობარია და სამი შვილი - რა არის ცნობილი რამაზ სვანაძის პირად ცხოვრებაზე: მწვრთნელის ოჯახური ფოტოები

მეუღლე, რომელიც ცნობილი დიზაინერის მეგობარია და სამი შვილი - რა არის ცნობილი რამაზ სვანაძის პირად ცხოვრებაზე: მწვრთნელის ოჯახური ფოტოები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი რამაზ სვანაძემ შეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც "ერთა ლიგის" გათამაშების პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

  • 28 სექტემბერს, უკრაინასთან მატჩში ნაკრებს მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი გაიყვანს.

რამაზ სვანაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

ვინ არის რამაზ სვანაძე?

რამაზ სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში, 2018 წლიდან მუშაობს, ჯერ 18-წლამდე, შემდეგ კი 19-წლამდე ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, 19-წლამდელებმა საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი წარმატებით, პირველი ადგილით დაძლიეს, ხოლო 2020 წელს გასამართი ელიტ რაუნდი პანდემიის გამო აღარ ჩატარდა.

სვანაძე 1981 წლის 2 მარტს დაიბადა.

საფეხბურთო კარიერა:

07/1998 – 12/2000 თსუ

01/2001 – 06/2002 დინამო, თბილისი

07/2002 – 12/2002 სიონი, ბოლნისი

01/2003 – 12/2003 კოლხეთი-1913, ფოთი

01/2004 – 06/2004 ლოკომოტივი, თბილისი

01/2007 – 12/2007 გალივარი, შვედეთი

ის არის 1981 წლის ოქროს თაობის თბილისის "დინამოს“ მცველის, ზაურ სვანაძის ძმისშვილი, ხოლო მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის "ტორპედოს“ მოთამაშე იყო - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ცნობილი საფეხბურთო ოჯახიდანაა.

პირადი ცხოვრება

  • სვანაძე წლებია რაც დაქორწინებულია ნინიჩკა იჩქიტიძეზე. წყვილს სამი შვილი ჰყავთ, ორი უფროსი ვაჟი და პატარა გოგონა.

მეუღლესთან და შვილებთან ერთად

ნინი, დიზაინერ ნინა ზარქუას ბავშვობის მეგობარია, ერთად გადაღებული ფოტო, რომელიც წარსულშია, სოციალურ ქსელში იძებნება.

ცნობისთვის, ეროვნული ნაკრები რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით დღეს პირველ შეხვედრას გამართავს; "ერთა ლიგის" ფარგლებში საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე", თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.