ავტორი:

“ერთ რამეში ვარ დარწმუნებული...“ - რამაზ სვანაძის კომენტარი უკრაინასთან მატჩის დაწყებამდე

“ერთ რამეში ვარ დარწმუნებული...“ - რამაზ სვანაძის კომენტარი უკრაინასთან მატჩის დაწყებამდე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უკრაინასთან მატჩამდე “პირველ არხთან“ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მცირე მოსამზადებელი დროისა, გამოწვევა მიღებულია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად.

“არ არის მარტივი იქიდან გამომდინარე რომ გუნდთან ერთად მოსამზადებლად ძალიან მოკლე პერიოდი, ერთდღიანი პერიოდი მქონდა. თუმცა არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება როცა საკუთარი ნაკრების, ქვეყნის უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელი ხარ და ასეთ თამაშებში იღებ მონაწილეობას.

რეალურად ყოველთვის აქეთკენ მივდიოდი. დანარჩენი უკვე ჩემზე და გუნდზეა დამოკიდებული. გამოწვევა მიღებულია - ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ დროის გასვლასთან ერთად საქართველოს ნაკრები სულ სხვანაირი გახდება,“ – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

იხილეთ ასევე: