ავტორი:

ფრედ დასრულებული პირველი ტაიმი, პრესინგი პირველივე წუთებიდან და რამდენიმე საგოლე მომენტი ქართველების სასარგებლოდ: მნიშვნელოვანი მომენტები საქართველო-უკრაინის შეხვედრიდან

ფრედ დასრულებული პირველი ტაიმი, პრესინგი პირველივე წუთებიდან და რამდენიმე საგოლე მომენტი ქართველების სასარგებლოდ: მნიშვნელოვანი მომენტები საქართველო-უკრაინის შეხვედრიდან

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უკრაინასთან მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. პირველივე წუთებიდან, ჩვენებურები ძლიერად უტევდნენ მეტოქის კარს.

მეოთხე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტად დაარტყა, თუმცა მეკარემ მოგერიება შეძლო.

საქართველომ მოწინააღმდეგის კარში 9 დარტყმა განახორციელა, აქედან უმეტესობა ზუსტი იყო, თუმცა გოლის გატანა პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

რაც შეეხება უკრაინას, ამ მათ კარისკენ 4 დარტყმა განახორციელეს, თუმცა არაზუსტი.

  • უკრაინასთან მატჩამდე რამაზ სვანაძემ განაცხადში ცვლილებები შეიტანა.

მტავარმა მწვრთნელმა საბა საზონოვი და საბა ლობჟანიძე ძირითადში ჩააყენა, სამატჩო განაცხადს მიღმა 5 ფეხბურთელი დარჩა: ილია ბერიაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი გაგუა.

ძირითადი შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

იხილეთ ასევე: