მატჩი "დინამო არენაზე" საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს. პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, მეორე ტაიმი საკმაოდ დაძაბული პაექრობით მიმდინარეობს.
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად სტადიონზე მაყურებლებმა დასწრება შეძლეს. უკრაინელი ქომაგების ამაღელვებელმა ჟესტმა კი უკვე დაიპყრო სოციალური ქსელები. ვრცელდება ფოტოც:
“Брати Назавжди!!!
უკრაინელებს საკუთარ სექტორში გამოფენილი აქვთ ბანერი, სადაც წერია:
"სოხუმი საქართველოა!
"უკრაინის მიერ გადარჩენილია 7634 სიცოცხლე"
"ჩვენ გვახსოვს!! "
ფოტოს “World Military / ანალიტიკა“ ავრცელებს.
იხილეთ ასევე: