ბორის აკუნინი - საქართველოსთან ვერანაირ კავშირს ვგრძნობ

ბორის აკუნინი - საქართველოსთან ვერანაირ კავშირს ვგრძნობ

საქართველოსთან განსაკუთრებულ კავშირებს ვერ ვგრძნობ, გარდა იმ მომენტებისა, როდესაც ამას არ მახსენებენ, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ბორის აკუნინის ფსევდონიმით ცნობილმა მწერალმა გიორგი ჩხარტიშვილმა განაცხადა.

"ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისადმი ქართული წარმოშობის რუსი მწერლის დამოკიდებულებითაც ინტერესდება. ბორის აკუნინი ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობისადმი ცუდი დამოკიდებულება აქვს. მწერალი ორივე ქვეყანას დამნაშავედ მიიჩნევს.

"თუმცა, რატომღაც მეტი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან ის უბრალოდ უფრო დიდია. რაც შემეხება მე პირადად, მამაჩემი ქართველი იყო. მე მთელი ცხოვრებაა, მოსკოვში ვცხოვრობ, არ ვიცი ქართული ენა, შესაბამისად, საქართველოსთან განსაკუთრებულ კავშირებს ვერ ვგრძნობ.

გარდა იმ მომენტებისა, რიდესაც ამის შესახებ არ მახსენებენ და როცა ორ ქვეყანას შორის სიტუაცია იძაბება", - აცხადებს აკუნინი.

"ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მწერალმა რუსეთში თავისუფლების ხარისხის შესახებაც ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე