სანამ მსოფლიო მედია დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ Boeing 737 Max 8-ის ბორტზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმისა და შეიარაღებული დაპირისპირების დეტალებს აშუქებდა, ყურადღების მიღმა დარჩა პატარა გოგონა, რომლის უბრალო თხოვნამაც მოვლენათა განვითარება სრულიად შეცვალა.
კაბინასთან მდგარმა დედამ საეჭვო ხმები გაიგონა. "იქ ყველაფერი სისხლში იყო და სასტიკი დაპირისპირება მიმდინარეობდა. ყვირილი დავიწყე: “პილოტს დანას ურტყამს, მიშველეთ!“, მაგრამ ხალხი გაოცებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა“ - იხსენებს თალი.
სწორედ ნინას თხოვნამ და მისმა განგაშმა მისცა მგზავრებს შესაძლებლობა, დროულად შეეღწიათ კაბინაში, შეეკავებინათ თავდამსხმელი და გადაერჩინათ ბორტი. მგზავრებს შორის აღმოჩნდა სტომატოლოგი შოთა მუსაევი, რომელმაც დაჭრილ კაპიტანს პირველადი დახმარება გაუწია, სისხლდენა შეაჩერა და ჟანგბადის ნიღაბი მიაწოდა.
ხომალდი იორდანიის საზღვართან ახლოს, საუდის არაბეთში მშვიდობიანად დაეშვა. კაპიტან სმიტ მაჩჰარის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ხოლო თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიებაში საუდის არაბეთთან ერთად ჩართულები არიან ისრაელის, აშშ-ის, საამიროებისა და ომანის სპეცსამსახურები.