"10 ბადრაგის ყოფნა არასდროს ხდება მსგავს სიტუაციაში" - მიხეილ სააკაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

"10 ბადრაგის ყოფნა არასდროს ხდება მსგავს სიტუაციაში" - მიხეილ სააკაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

მას შემდეგ, რაც "ციხის კადრების" დადგმა აღიარეს ელიზბარაშვილმა და ბედუკაძემაც, ამ დიდი სიყალბის ჩემი ხელისუფლებისთვის დაბრალება ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მეცოცხეობა რელიგიაა და რელიგიას ფაქტები არ სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის მე-6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

  • სააკაშვილის თქმით, სხვა პატიმრებმაც უნდა ამოიღონ ხმა.

"გიორგი დავითაძის გარშემო 10 ბადრაგის ყოფნა, არასდროს ხდება მსგავს სიტუაციაში და აქაური წესების უხეში დარღვევაა. ერთადერთი მიზანი მხოლოდ კამერებისგან უკანონობის ფაქტის დამალვა შეიძლება ყოფილიყო, ამას ვამბობ, როგორც 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე ტყვე.

მოვუწოდებ სხვა პატიმრებსაც ამოიღონ ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის, იცოდეთ, რომ სიჩუმე კლავს. ასევე ამოიღეთ ხმა სრულიად უაზრო შეზღუდვებზე და განსაკუთრებით ბოლო დროს მკვეთრად გაუარესებაზე.

  • გიორგი დავითაძის მშობლები ჯიუტად აგრძელებენ ჩემ დროინდელ "ციხის კადრებზე" საუბარს, რითაც, სინამდვილეში ეჭვქვეშ აყენებენ თავისი შვილის ისტორიასაც. მას შემდეგ, რაც "ციხის კადრების" დადგმა აღიარეს ელიზბარაშვილმა და ბედუკაძემაც, ამ დიდი სიყალბის ჩემი ხელისუფლებისთვის დაბრალება ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მეცოცხეობა რელიგიაა და რელიგიას ფაქტები არ სჭირდება.

მეორეს მხრივ გასაგებია, თუ რა აქვთ მოტივაცია - ჩემს დროს გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, კორუფციისთვის იყო გასამართლებული და თუ კარგად დაუკვირდებით, ყველა მოქმედ, თუ ყოფილ "ქოცს" აქვს პირადი მოტივაცია ჩვენზე ტყუილის ლაპარაკის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სადაც ისინი მართლები არიან, არ დავუდგეთ გვერდით და არ დავუჭიროთ მხარი", - წერს სააკაშვილი.

ასევე იხილეთ: