ავტორი:

ზედიზედ მეოთხე მატჩი გოლის გარეშე - ჩრდ. ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრა ფრედ დასრულდა

ზედიზედ მეოთხე მატჩი გოლის გარეშე - ჩრდ. ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრა ფრედ დასრულდა

"უინძორ პარკზე" ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრა ფრედ დასრულდა.

“ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა და მოედანზე გადახალისებული ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა.

დაძაბული თამაშის მოუხედავად, საქართველომ ვერც ამჯერად შეძლო გოლის გატანა, ჩვენს ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება ისევ უჭირდა. პირველი მომენტი დავითაშვილმა შექმნა, რომლის დარტყმული მეკარე ჩარლზმა მოიგერია. მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც კელი ქოჩორაშვილს გაექცა, გადაცემა გააკეთა და ბურთი დვალმა ჩაჭრა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ არც მეტოქეს მისცეს დაწინაურების საშუალება.

  • მეორე ტაიმში ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში საინტერესო ცვლილებები განახორციელა და 3-წლიანი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში საბა საზონოვი ჩააყენა.

ჯგუფში მომდევნო ტური 14 ნოემბერს ჩატარდება - საქართველო უნგრეთს, ჩრდილოეთ ირლანდია კი უკრაინას უმასპინძლებს.

იხილეთ ასევე: