ავტორი:

"მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე" - რას წერს პაატა ბურჭულაძის შვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

"მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე" - რას წერს პაატა ბურჭულაძის შვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც საქმის რამდენიმე ფიგურანტმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

  • შუქრი ბურჭულაძე წერს, რომ მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესებში "ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“ და აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა ლიდერებმა "ფარ-ხმალი დაყარეს“.

"ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას! პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი. ვფიქრობ, ეს "გადაწყვეტილება" ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე.“, - წერს შუქრი ბურჭულაძე.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.