ავტორი:

შაკირას და პიკეს დრამა გრძელდება - ყოფილი წყვილი 4 წლის შემდეგ სასამართლოში ისევ შეხვდა ერთმანეთს: რას ითხოვს კოლუმბიელი ვარსკვლავი?

შაკირას და პიკეს დრამა გრძელდება - ყოფილი წყვილი 4 წლის შემდეგ სასამართლოში ისევ შეხვდა ერთმანეთს: რას ითხოვს კოლუმბიელი ვარსკვლავი?

კოლუმბიელმა პოპ-ვარსკვლავმა შაკირამ და “ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ, დაშორებიდან 4 წლის შემდეგ, შვილების მეურვეობის პირობების შესაცვლელად კვლავ სასამართლოს მიმართეს. 49 წლის მომღერალი ითხოვს, რომ 13 წლის მილანისა და 11 წლის საშას სანახავად პიკე თავად ჩაფრინდეს მაიამიში, რათა მოზარდებს ატლანტიკის ოკეანეზე ხშირი ფრენები და გადაღლილობა აერიდოთ თავიდან.

49 წლის შაკირა და 39 წლის ჟერარ პიკე 6 ოქტომბერს, ბარსელონას სასამართლოში გამოცხადდნენ, რათა შვილების მეურვეობის საკითხზე ემსჯელათ

სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შაკირა ითხოვს, რომ მოკლე არდადეგების პერიოდში პიკე თავად ჩაფრინდეს აშშ-ში, მაიამიში შვილებთან შესახვედრად, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვები დაფრინავდნენ ბარსელონაში. მომღერლის წარმომადგენლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მოზარდებს, შეინარჩუნონ სასკოლო, სოციალური და ოჯახური რუტინა, რაც აუცილებელია მათი “ემოციური, ფიზიკური და აკადემიური კეთილდღეობისთვის.

დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ შაკირა არ გეგმავს მამასთან ბავშვების გატარებული დროის შემცირებას, არამედ სურს, რომ ტრანსატლანტიკური ფრენებისა და დროის სარტყლის ცვლილებით გამოწვეული სტრესი მხოლოდ შვილებს არ დააწვეთ ტვირთად.

შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ. წყვილს 2013 წელს პირველი ვაჟი - მილანი, ხოლო 2015 წელს საშა შეეძინა.

11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, წყვილმა დაშორების შესახებ განაცხადა. ხანგრძლივი და მედიაში ფართოდ გაშუქებული დავის შემდეგ, მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შაკირას უფლება მიეცა შვილებთან ერთად საცხოვრებლად მაიამიში გადასულიყო, ხოლო პიკემ ცხოვრება ბარსელონაში განაგრძო.

2023 წელს მაიამიში გადასვლისას, შაკირამ მედიას მოუწოდა, პატივი ეცათ მისი შვილების პირადი ცხოვრების უფლებისთვის.

  • გამარჯვება ესპანეთის საგადასახადო დავაში და მუსიკალური კარიერა

მიმდინარე წელი შაკირასთვის წარმატებული აღმოჩნდა მუსიკალურ და იურიდიულ ფრონტზეც. მაისში ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ იგი საგადასახადო თაღლითობის ბრალდებაში გაამართლა და 60 მილიონ ევროზე მეტის დაბრუნება დააკისრა სახელმწიფოს.

საგადასახადო უწყება ამტკიცებდა, რომ 2011 წელს მომღერალმა ესპანეთში 183 დღეზე მეტი გაატარა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მან ქვეყანაში მხოლოდ 163 დღე დაჰყო, რის გამოც საგადასახადო რეზიდენტად ვერ ჩაითვლებოდა. შაკირას ადვოკატის, ხოსე ლუის პრადას თქმით, ეს გადაწყვეტილება 8-წლიანი უსამართლო პროცესის ლოგიკური დასასრული იყო.

წყარო

იხილეთ ასევე: