ავტორი:

რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ?

რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ?

“არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

  • როგორც მან აღნიშნა, “შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება“.

“ჩვენ ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო, ბუნებრივია, აქტიურად თვალს ადევნებს სიახლეებს და გარემოებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გროვდება ამ მიმართულებით. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის ისეთი პლატფორმა, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება აბსოლუტად არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს. ასეთია დღეს მდგომარეობა. რა მონაცემებიც იკრიბება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება. ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იხილეთ ასევე: