რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო "იუკოსის" ექს-ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ყოფილი ხელმძღვანელის პლატონ ლებედევის მიმართ გამოტანილი განაჩენი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ. ამგვარად, სასამართლომ დაცვის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე ინსტანციის დადგენილება გააუქმა: ხამოვნიჩის სასამართლოს, მოსკოვის ქალაქის სასამართლოს საკასაციო კოლეგიისა და მოსკოვის ქალაქის სასამართლოს პრეზიდიუმის. ამრიგად უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ პატიმრობის გაგრძელებისთვის საფუძველი არ იყო.
2010 წლის აპრილში დიმიტრი მედვედევმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ეკონომიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილი ბიზნესმენების დაპატიმრება იკრძალება.
ხოდორკოვსკისა და ლებედევის პატიმრობის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება ხამოვნიჩის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს მიიღო. განაჩენის მიხედვით, ბიზნესმენებს პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდათ.
მოსკოვის სასამართლომ 2010 წლის დეკემბერში ЮКОС-ის ყოფილ ხელმძღვანელსა და ბანკ "მენატეპის" ექსხელმძღვანელ პლატონ ლებედევს, საერთო რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ლებედევი და ხოდორკოვსკი ნავთობის მიტაცებასა და "ფულის გათეთრებაში" სცნეს დამნაშავედ. მსჯავრდებულებს შვიდი წელი უკვე მოხდილი აქვთ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.