ავტორი:

“ელ-ნინიო“ ძლიერდება - გაერო მოახლოებული კატაკლიზმების შესახებ გვაფრთხილებს: როდის მიაღწევს კლიმატური ფენომენი პიკს?

“ელ-ნინიო“ ძლიერდება - გაერო მოახლოებული კატაკლიზმების შესახებ გვაფრთხილებს: როდის მიაღწევს კლიმატური ფენომენი პიკს?

8 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ “ელ-ნინიოს“ სახელით ცნობილი გლობალური კლიმატური მოვლენა კიდევ უფრო გაძლიერდება და პიკს დეკემბერში მიაღწევს - ეს პლანეტის უმეტეს ნაწილში ტემპერატურის მატებას გამოიწვევს და კიდევ უფრო გაამწვავებს ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგებს.

  • გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს, WMO-ის (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) განცხადებით, ეს ბუნებრივი კლიმატური ფენომენი შესაძლოა ყველაზე ძლიერი იყოს 1950 წლის შემდეგ.

“ელ-ნინიო“ წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ეკვატორულ ნაწილში წყლის ზედაპირის გათბობას იწვევს, რაც ქარების, ატმოსფერული წნევის და ნალექების გლობალურ ცვლილებების მიზეზი ხდება. მოვლენა, როგორც წესი, 2-იდან 7 წლამდე ინტერვალით მეორდება და 9-იდან 12 თვემდე გრძელდება. კლიმატური პირობები “ელ-ნინიოსა“ და მის საპირისპირო მოვლენას, “ლა-ნინიას“ შორის მონაცვლეობს, ხოლო მათ შორის ნეიტრალური პერიოდია.

“პროგნოზის თანახმად, წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა 2026 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში სარეკორდო ნიშნულს მიაღწევს. რაც ელ-ნინიოს გაძლიერებას ასახავს, ეს მთელ მსოფლიოში ამინდის კანონზომიერებებზე, ეკონომიკაზე, ეკოსისტემებსა და მოსახლეობაზე იმოქმედებს“, - აცხადებს WMO.

  • ინდექსი, რომელიც წყნარი ოკეანის ცენტრალური აღმოსავლეთის ეკვატორულ ნაწილში (ელ-ნინიოს ეპიცენტრში) ზღვის ზედაპირის ტემპერატურის გადახრები იზომება, ივნისის მაჩვენებლით ნორმაზე 1.6°C-ით მაღალი იყო, ხოლო აგვისტოში 2.5°C-ით მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა.

ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრისთვის პროგნოზირებული ტემპერატურის გადახრა სავარაუდოდ ნორმიდან დაახლოებით 3.7°C-ით უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება, რაც დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახდება და გადააჭარბებს წინა რეკორდს (2.6°C), რომელიც 2015-2016 წლებში დაფიქსირდა.

წინა “ელ-ნინიომ“ ხელი შეუწყო იმასაც, რომ 2023 წელი ისტორიაში მეორე ყველაზე ცხელ წლად დასახელდა, ხოლო 2024 წელი აბსოლუტურ რეკორდსმენად, როდესაც ტემპერატურამ ინდუსტრიამდელ პერიოდს (1850-1900 წლები) დაახლოებით 1.55°C-ით გადააჭარბა.

წყარო

იხილეთ ასევე: