ავტორი:

“მონაცემთა ცენტრებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები შესაძლოა კონტროლიდან გამოსული AI-ს სამიზნედ იქცნენ“ - დაზვერვის ყოფილი ოფიცერი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

“მონაცემთა ცენტრებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები შესაძლოა კონტროლიდან გამოსული AI-ს სამიზნედ იქცნენ“ - დაზვერვის ყოფილი ოფიცერი მოსალოდნელ საფრთხეებზე  საუბრობს

სამხედრო-საჰაერო ძალების თადარიგის პოლკოვნიკის განცხადების თანახმად, მონაცემთა ცენტრების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები შესაძლოა კონტროლიდან გამოსული ხელოვნური ინტელექტის (AI) სამიზნედ იქცნენ.

  • ყოფილი დაზვერვის ოფიცერი და პენტაგონის თანამშრომელი დრიუ მილერი აცხადებს რომ AI ჰაბებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა შესაძლოა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს, თუკი ტექნოლოგია ადამიანის კონტროლს დააღწევს თავს.

მისი ორგანიზაცის, “Collapse Survival Institute“ -ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მილერ AI კომპანია Anthropic-ის ყოფილი თანამშრომლის, ჯეიკობ კოქსონის მიერ გამოთქმულ შიშებს ეყრდნობა. თადარიგის პოლკოვნი აცხადებს რომ მკვლევრებს ჯერ კიდევ არ ესმით სრულად, თუ როგორ გააკონტროლონ საიმედოდ ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემები. მისი თქმით “ადამიანები, რომლებიც AI მონაცემთა ცენტრების სიახლოვეს ცხოვრობენ, როგორც ადამიანური კონტროლისა და წინააღმდეგობის წარმომადგენლები, შესაძლოა ხელოვნური ინტელექტისთვის სამიზნედ იქცნენ.“

“ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანზე ჭკვიანია. ამბოხებული AGI-ს (ხელოვნური ზოგადი ინტელექტი) საფრთხე სრულიად რეალურია. სუპერინტელექტუალური AGI რაციონალურად დაასკვნის, რომ ადამიანები მის არსებობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მისი გათიშვა. მას შეუძლია ხელში ჩაიგდოს ავტონომიური სისტემები, დრონები, რობოტები, სამრეწველო მართვის სისტემები, ენერგოინფრასტრუქტურა... და ამ ყველაფრის გაკეთება ისეთი ენითა და კომუნიკაციით შეუძლია, რომელსაც ადამიანი ვერც კი გაიგებს. ისეთი ფორმით, რომელსაც ადამიანი ვერ შეაჩერებს, მანამ, სანამ თავდასხმა არ მოხდება,“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

დრიუ მილერის აზრით, საფრთხის წინაშე განსაკუთრებით ის დასახლებები დგანან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის ღირებულ რესურსებთან, მაგალითად ავტონომიური ტრანსპორტის ობიექტებთან, დრონების საგამოცდო პოლიგონებსა თუ რობოტექნიკის საწარმოო ჰაბებთან იმყოფებიან. ჩამონათვალი ასევე მონაცემთა ცენტრებს, მსხვილ ელექტროსადგურებსა და გადამცემ ხაზებს მოიცავს.

ანგარიშში დოქტორი მილერი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს დააწესოს მორატორიუმი ახალი AI მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე. ასევე “სავალდებულო გახადოს ყველა წამყვანი AI სისტემისთვის გადაუდებელი გათიშვის ინფრასტრუქტურული მოთხოვნები და დანერგოს სრული გამჭვირვალობის სტანდარტები წამყვანი AI ლაბორატორიებისთვის.

ექსპერტების თქმით, რისკს განსაკუთრებით საგანგაშოს ხდის ის ფაქტი, რომ კაცობრიობის განადგურებისკენ მიმავალი რამდენიმე შესაძლო გზა არსებობს.

წყარო

იხილეთ ასევე: