ავტორი:

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა გაუჩინარებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს - მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა: ლუხუმ ბაშინურიძის ისტორია (ვიდეო)

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა გაუჩინარებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს - მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა: ლუხუმ ბაშინურიძის ისტორია (ვიდეო)

დაკარგული მწყემსი მეხანძრე-მაშველებმა დრონის დახმარებით იპოვეს.

64 წლის ლუხუმ ბაშინურიძეს ოჯახი 3 ოქტომბრიდან ეძებდა. მამაკაცი თუშეთში მწყემსად წავიდა, როდესაც ოჯახთან კონტაქტი შეწყვიტა. გაუჩინარებული, მობილურ ტელეფონს არ იყენებდა, შესაბამისად, ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

  • დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

“112-ში შევიდა შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს.

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: