ავტორი:

“სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ გრძნობას“ - აცრემლებული ჩემპიონი და აჟღერებული საქართველოს ჰიმნი: ემოციური კადრები ბაქოდან

“სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ გრძნობას“ - აცრემლებული ჩემპიონი და აჟღერებული საქართველოს ჰიმნი: ემოციური კადრები ბაქოდან

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ილია სულამანიძემ 100 კილოგრამიან წონით კატეგორიაში გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ, მან პირველი კომენტარი გააკეთა:

“გასაოცარი ემოცია არის და ძალიან ბევრი შინაგანი ემოციები მაქვს. სიტყვით ვერ გადმოვცემ ამ ყველაფერს. რომ დავიწყო, ორი დღე ვილაპარაკებ ალბათ და ვფიქრობ დროთა განმავლობაში დამშვენდება ჩემი მსოფლიო ჩემპიონობა.

ენით აღუწერელია, ვერ აღვწერ ამ ყველაფერს.

ოქროს მედლის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. შევუტევ ოლიმპიურ ჩემპიონობას,“ - განაცხადა ილია სულამანიძემ.

იხილეთ ასევე: