მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს მერაბ მალანიას მიმართავს:
"დღევანდელ პოსტს იმის გამეორებით დავიწყებ, რითაც დავამთავრე წინა პოსტი.
ახლა, როცა 40 ტომიანი საქმე ხელში მიჭირავს და ყველას შინაგან სამყაროში ღრმად ვიხედები, სულ მეფიქრება: ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი!
მას შემდეგ, რაც დაინახეს: მიუკერძოებელი და ობიექტური მოსამართლეები; გამჭრიახი გონების და საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე, მებრძოლი პროკურორი; ვეღარც გამომძიებლები მოისყიდეს; ხედავენ, რომ თავგანწირულად მებრძოლი ოჯახის საიმედო დასაყრდენი საზოგადოების არნახული მხარდაჭერის ძალაა, მიხვდნენ, კანონიერად ვერ მოიგებენ ამ ბრძოლას და გადაწყვიტეს ჩვენი (ჩემი და ნიკას) განადგურება.წამს არ უშვებენ ხელიდან! დაგაგვიანდა მერაბ მალანიავ, ჩვენ უკვე მოგვკლა შენმა კიკინიანმა.
ჩვენ ახლა მკვდრეთით ვართ აღმდგარი და აღვდექით ჩვენი მისიისთვის! ჩვენ აღარ მოვკვდებით, ვიდრე ჩვენს მისიას არ შევასრულებთ! ვფიცავ, აუცილებლად დადგება გიგა ავალიანის სამართალი სრულყოფილად!
პ.ს. წუხელ ძლივს გავათენეთ და ახლა სხვა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ მე ინტენსიურად ვისაუბრებ მალანიებზე!" - წერს კუპატაძე.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
ასევე წაიკითხეთ: “მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება“ - ეკა კუპატაძე