ავტორი:

სიკვდილმისჯილი პატიმარი ქალი, რომელიც სასიკვდილო ინექციებს გადაურჩა, საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს: რა ელის კრისტა პაიკს

სიკვდილმისჯილი პატიმარი ქალი, რომელიც სასიკვდილო ინექციებს გადაურჩა, საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს: რა ელის კრისტა პაიკს

აშშ-ში, ტენესის შტატში, სასიკვდილო ინიექციის ორჯერადი შეყვანის შემდეგ გადარჩენილი 50 წლის სიკვდილმისჯილი პატიმარი, კრისტა პაიკი დააბრუნეს ციხეში, სადაც ბოლო 30 წელი გაატარა. ამის შესახებ მისი ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ციხეში მკურნალობას განაგრძობს.

"ის მადლიერებას გამოთქვამს სამედიცინო პერსონალის მიმართ ამ უჩვეულო ვითარებაში მასზე გაწეული მზრუნველობისთვის“, - განაცხადეს პაიკის ადვოკატებმა.

50 წლის კრისტა პაიკი, რომელსაც 1995 წელს კოლინ სლემერის სასტიკი მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მიჯილი, 30 სექტემბერს სასიკვდილო ინიექციის ორჯერადი შეყვანის შემდეგ გადარჩა, რაც ექსპერტებმა უპრეცედენტო შემთხვევად შეაფასეს. იგი ითვლება ერთადერთ ადამიანად, რომელმაც სასიკვდილო ინიექციით სიკვდილით დასჯის მცდელობას გაუძლო.

  • რა ელის კრისტა პაიკს

თუ შტატი გადაწყვეტს სიკვდილით დასჯის მეთოდის შეცვლას, ამას დამატებითი იურიდიული პროცედურები, გუბერნატორისა და შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა დასჭირდება.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორ კრის სლობოგინის განმარტებით, ტენესის შტატს უფლება აქვს გამოიყენოს ელექტრო სკამი, რადგან პაიკმა დანაშაული 1995 წელს, კანონის შეცვლამდე ჩაიდინა.

ამასთანავე კანონი კრძალავს იმ პირის სიკვდილით დასჯას, რომელსაც არ შეუძლია გააცნობიეროს, თუ რა მიზეზით ისჯება. ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ სასიკვდილო ინიექციის შედეგად პაიკმა ტვინის დაზიანება მიიღო, სასამართლომ შესაძლოა საერთოდ აკრძალოს მისი სიკვდილით დასჯა ნებისმიერი მეთოდით.

  • ტენესის შტატის გენერალური პროკურორის თანაშემწემ უილ აიერსმა მოსამართლეს განუცხადა, რომ არ იცის, აპირებს თუ არა შტატი პაიკის სიკვდილით დასჯის გადადებას.

მოსამართლემ ასევე ტენესის შტატს დაავალა შეენახა სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის ყველა მტკიცებულება. აღნიშნული მტკიცებულებები შესაძლოა, სამომავლოდ, შტატის წინააღმდეგ სასამართლო დავის წამოწყების საფუძველი გახდეს.

  • რაშია დამნაშავე კრისტა პაიკი

ფოტოზე: მოკლული კოლინ სლემერი

დანაშაული 1995 წელს მოხდა.

საქმის მასალების მიხედვით, პაიკი 18 წლის იყო, როდესაც მან და მისმა მაშინდელმა შეყვარებულმა, ტადარილ შიპმა, წამებით მოკლეს 19 წლის კოლინ სლემერი, რომელიც მათ დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სამუშაო ბანაკში გაიცნეს.

წყარო

ასევე იხილეთ: